არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში, მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს - Rugby-football-ს. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთმაშათ. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი - მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისი - შოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ზედიზედ შეიქმნა შოტლანდიის (1873 წელს), ირლანდიის (1875) და უელსის (1881) რაგბის კავშირები.
ბრიტანელებმა მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცნეს. რაგბის კავშირები შეიქმნა სამხრეთ აფრიკაში (1889 წელს), ახალ ზელანდიაში (1892), არგენტინაში (1899), გერმანიაში (1990) და სხვა.
1886 წელს ირლანდიის, უელსის და შოტლანდიის წარმომადგენლებმა დააარსეს რაგბის საერთაშორისო საბჭო (International Rugby-football Board)- ირფბ-ი. ორგანიზაციას 1890 წელს შეუერთდა ინგლისი. 1949 წელს სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. მხოლოდ 1976 წელს მიიღეს ორგანიზაციაში ფრანგები. საერთოდ ირბ-ი მეტად კონსერვატული ორგანიზაცია აღმოჩნდა და ფრანგებმა მის ალტერნატივად 1934 წელს სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია-ევროპული რაგბის ასოციაცია - ფირა, შექმნეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში (1900,1908,1924 და 1928 წლებში) რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შედიოდა, მაგრამ მერე და მერე ირბ-ი მხოლოდ ხუთი ერის პირველობით და ტესტ-მატჩებით შემოიფარგლა. მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში რაგბის საერთო განვითრებამ აიძულა ირბ-ი კარი გაეღო დანარჩენი მსოფლიოსათვის და დაეწყო მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება. 1997 წელს საბჭოს სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა ,, football’’ და საბჭომ მიიღო დღევანდელი სახელწოდება.
თამაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თამაშის მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თამაშის მიზანი არის ორმა,15-კაციანმა გუნდმა, სპორტულ შეჯიბრებაში და წესების დაცვით, ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლებისდაგვარად მეტი ქულა. გუნდი,რომელმაც მეტოქეზე მეტი ქულა მოაგროვა, ითვლება გამარჯვებულად.
ქულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქულების დაგროვება ხდება ლელოს გატანით ან დარტყმის ზუსტად შესრულებით. ლელოს გატანა ეწოდება მოთამაშის შესვლას მოწინააღმდეგე გუნდის ჩათვლის მოედანზე და ბურთის მიწაზე დადებას (დამიწებას). ლელოს გამტანი გუნდი იღებს 5 ქულას.
დარტყმა ითვლება გატანილად, თუკი ბურთი გაფრინდება მოწინააღმდეგის კარის ძელებს შორის, ხარიხის თავზე. არსებობს სამი სახის დარტყმა, რომელიც ქულებით ფასდება:
- არეკნი - თამაშის დროს ბურთის დარტყმა. ფასდება 3 ქულით
- ჯარიმა - ინიშნება მაშინ, როდესაც გუნდი დაარღვევს თამაშის წესებს. ფასდება 3 ქულით
- გარდასახვა - ინიშნება ლელოს გატანის შემდეგ და ირტყმება ლელოს გატანის ხაზის გასწვრივ, ნებისმიერი მანძილიდან. ფასდება 2 ქულით
სათამაშო პოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოედანზე რაგბის გუნდი 15 კაცისაგან შედგება. აქედან 8 ფორვარდია (პოზიციები 1-დან 8-მდე), 7 კი ბეკი ანუ უკანახაზელი (9-15). გუნდს უფლება აქვს, მოახდინოს 7 შეცვლა. შესაბამისად, გუნდში 7 სათადარიგო მოთამაშეცაა. განსაკუთრებული შემთხვევაა სისხლის წამოსვლა, რომლის დროსაც დაშავებული ვალდებულია, დაუყოვნებლივ დასტოვოს მოედანი და დაბრუნდეს მოედანზე დახმარების აღმოჩენის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში. ამ დროს ეს მოთამაშე შეიძლება დროებით შეიცვალოს სამარქაფოთი. თუკი დაშავებული 15 წუთის განმავლობაში უკან დაბრუნდება და სამარქაფოს ჩაენაცვლება, მაშინ შეცვლა არ ჩაითვლება შესრულებულად.
ფორვარდები მონაწილეობენ დერეფნებსა და შერკინებებში.
No comments:
Post a Comment